Tuesday, August 16, 2011

სასწავლო პროექტი–ადვენტი გერმანიაში

               
1.პროექტის სახელი:  ადვენტი გერმანიაში.
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ეცნობიან  გერმანიის ადათ-წესებს.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები  განიხილავენ ამ დღესასწაულს , მოიძიებენ თუ როგორ ხვდებიან ადვენტს გერმანიაში რა ტრადიციები აქვთ, რას მიირთმევენ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით,რამდენი ხანი გრძელდება ეს დღესასწაული, აკეთებენ შედარებას საქართველოსა და გერმანიის დღესასწაულებს შორის.
4.  მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი.
5. ვადები, ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ინტერნეტით და გერმანული ლიტერატურით, გააკეთებენ Pპრეზენტაციას.
7. მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ფოტომასალა  საიტზე განთავსდება ინფორმაცია ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა  გააკეთეს შედარება ქართულ და გერმანულ ტრადიციებს შორის  და გაიღრმავეს ლექსიკა.
8.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები ირჩევენ თემას, ვყოფ ჯგუფებად,ჯგუფები იმუშავებენ გეგმას პროექტის განსახორციელებლად,ინაწილებენ მოვალეობებს,შემდეგ აკეთებენ პროექტის პრეზენტაციას,  ვაკეთებ შეფასებას.
9.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მოძიებულ ინფორმაციას
უზიარებენ მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
10. საგნებთან ,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  პროექტში ჩართვა შეუძლია ისტის მასწავლებელს.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა ქარჩაიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qarchaidze@gmail.com


No comments:

Post a Comment